„სულ უცხო რაღაცები გაცვიათ. ძველმანების მაღაზიაში დადიხართ ხოლმე“? – ამ კითხვით intsgram გამომწერმა ტელეწამყვან თიკა ფაცაციას მიმართა.
თიკას თქმით, მას ძალიან უყვარს ძველმანებში შოპინგი.
„ძალიან მიყვარს, ჩემი სისუსტეა ძველმანებში შოპინგი. ახლა უკვე ონლაინ გაჩნდა ძალიან ბევრი ვინტაჟური მაღაზია და ხარისხიან პროდუქტს, ძალიან მისაღებ ფასად შეიძენთ“, – ამბობს თიკა ფაცაცია.