რას წერს სააკაშვილი ელის მარია და ნიკუშა სააკაშვილებზე

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს სააკაშვილს ომი სურს.

როგორც სააკაშვილი წერს “უტიფრობას საზღვარი უნდა ჰქონდეს”.

“რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა.

რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!… ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.