უკრაინაში აფეთქებისას დაშავებული 23 წლის ქალი, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, დაქორწინდა

ლვოვში ლისიჩანსკიდან 23 წლის მედდა დაქორწინდა, რომელიც მტრის ნაღმმა აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მართალია, ოქსანა და მისი ქმარი ორ შვილს ზრდიან, მაგრამ დაქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს.

მათ საქორწინო ცერემონიალი საავადმყოფოს პალატაში გამართეს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა UNIAN ავრცელებს.

ცხოვრება არ უნდა გადაიდოს მოგვიანებით”, – ასე გადაწყვიტეს ოქსანამ და ვიქტორმა, რომლებიც ექვსი წელია ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ამ დრომდე ქორწინებისთვის ვერ მოიცალეს. ამიტომ, წყვილმა საქორწინო ბეჭდები ლვოვში იყიდა, იპოვეს აქ თეთრი კაბა.

ტორტი მოხალისეებმა გამოაცხვეს. ცერემონია რეესტრის ოფისში გაიმართა, ზეიმი კი ჩვენი ქირურგიის ცენტრის პალატაში”, – აცხადებენ ექიმები.

ახლა, მეუღლეებს არ სურთ სიცოცხლის გადადება “მოგვიანებით”, ისინი ბედნიერები არიან და არ კარგავენ რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

27 მარტს, ლისიჩანსკში  23 წლის ოქსანა საყვარელ მამაკაცთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

ქალი წინ მიდიოდა, ფეხქვეშ კი ნაღმი აუფეთქდა. ის ძლიერ დაშავდა. ქვედა კიდურები და მარცხენა ხელზე ოთხი თითი მოწყვიტეს.

მას ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ ოქსანა დნეპერში გადაიყვანეს, იქიდან კი ლვოვში, სადაც რეაბილიტაციას გადის და პროთეზირებისთვის ამზადებენ.