გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე, მსახიობი და მოცეკვავე თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლეს აქვეყნებს. როგორც თაკოს პოსტიდან ირკვევა, მსახიობმა ინდურ ფილმში როლი მიიღო. Beast – ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ქართველ მსახობს იღებენ.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მე ვარ ამ ძალიან წარმატებული ინდური პროექტის ნაწილი“, – წერს თაკო ტაბატაძე. შეგახსენებთ, თაკო ტაბატაძემ მსახიობობა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. თაკოს მონაწილეობა აქვს მიღებული ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებში”