2020 წელს ინდოეთის კლინიკაში გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ახლა ერთი პოსტი შემხვდა, პატარა ანგელოზი გაფრენილა, ანიტასავით კიკინებიანი.
ვიღაც უწერდა კომენტარში, უფალმა წაიყვანაო, იქ უკეთესად იქნებაო.
მახსოვს, ანიტა ჯერ ჩამოსვენებული არ იყო ინდოეთიდან, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ერთმა ახლობელმა. თმენის უნარი სად მქონდა და ვკითხე, იქ უკეთესად თუ არიან, დედები რატომ არ ლოცულობენ, შვილები რომ წაართვას სიკვდილმა მეთქი?
დუმილი ჩამოწვა.
ახლა შენ ვერ გამიგებო. გაგიგებ, შენ თუ შენი შვილისთვის ამაზე ილოცებ მეთქი.
ეწყინა. ვიცი, რომ ეწყინა.
მე კი ჭრილობაზე ჭრილობა დამემატა.
არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის.
არასოდეს!
იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!”, – წერს გლურჯიძე.