3 წლის მართა, რომელსაც ყველა გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

3 წლის მართა ხვედელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. მას 3 თვის წინ, პორტული ჰიპერტენზია დაუდგინდა, რის გამოც ორგანიზმში ვარიკოზები განუვითარდა, რომელმაც მრავლობითი სისხლდენა გამოიწვია.

12 მარტს კარის ვენის შუნტირება ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში განუვითარდა სეფსისი, რამაც ღვიძლის დაზიანება გამოიწვია.