ხათუნა ხოფერია მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება.
“რა უნდათ?
ვინმეს სჯერა, რომ სპონტანურად, უბრალოდ, ცხელ გულზე, კეთდება მაქსიმუმ დღეგამოშვებით ასეთი ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, საფუძველს მოკლებული განცხადებები?!…
თითქოს გრაფიკია შედგენილი, რომელშიც მკაცრადაა გაწერილი როდის, რომელ რიცხვში უნდა გააკეთოს განცხადება ზელენსკიმ, მასხარა არესტოვიჩმა, პოლიტიკურმა მეძავმა გონჩარენკომ, ვიღაც არახამიამ, ევროპარლამენტის მეჭეჭებმა, ბალტიისპირეთის მარიონეტმა პოლიტიკოსებმა, ამერიკელმა ლიბერასტებმა და ა. შ.
უამრავჯერ მიიღეს პასუხი ხელისუფლებისგან!
მიიღეს ქართველი ხალხის სრული უმრავლესობის სიძულვილი!
მიიღეს სრული უნდობლობა ქართული სახელმწიფოსგან!
მაინც არ ჩერდებიან და გრძელდება მკაფიოდ გამოხატული სრულიად საქართველოს უმრავლესობის პოზიციის იგნორირება!
ჰო და, იბადება კითხვა, რისი მიღწევა უნდათ?… ვისკენაა მიმართული ეს პიარ-აქცია?… ვის უნერგავენ ტვინში, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების პოზიციები რადიკალურად არის განსხვავებული და ხალხი სხვაა და ხელისუფლება სხვა?
ვისკენ არის მიმართული უსირცხვილო ტყულის ნიაღვარი?…
რას ელიან 3 თვის განმავლობაში?… რისთვის ამზადებენ ნიადაგს?
დიახ, ამ კითხვაზე პასუხი, აგერ უკვე 10 წელია, ყველამ ვიცით. ეს არის ქუჩაში გამოსული, მყარად მოტივირებული კრიტიკული რაოდენობის საპროტესტო მასა! ანუ, ხელისუფლების დამხობისათვის სამყოფი ადამიანების რაოდენობა თბილისის ქუჩებში. ანუ ის, რაზეც ქართველი მხარდამჭერების იმედად, გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან.
აქვე ჩნდება კიდევ ერთი კითხვა- მაშინ, ვის მიმართავენ და ვისთვის ქმნიან ამ სამარცხვინო სიტუაციას?…
ალბათ, მათთვის, ვინ ძალზედ დიდი რაოდენობით შეემატა ქალაქის ქუჩებს!!! დიახ, უკრაინიდან და რუსეთიდან ლტოლვილი, მათი მხრიდან კარგად კონტროლირებადი და ადვილად სამართავი ადამიანებისთვის! ( ვინც მიცნობთ იცით, რომ თუ დარწმუნებული არ ვარ გადამოწმებული ფაქტებით, ასეთ ბრალდებებს არ ვისვრი.)
ჰო და, გააკონტროლეთ ეს ადამიანები!!!
გააკონტროლლეთ კუნთმაგარი ჯეელები, რომლებიც ასე ადვილად გახდნენ “დეზერტირები! (მოგეხსენებატ, უკრაინაში სრული სავალდებულო გაწვევაა გამოცხადებული)
სჯობს თქვენ მიხედოთ, ხელისუფალნო, რადგან თუ ჩვენ მოგვიწია საქართველოს მშვიდობის დაცვა, საუკეთესო ვარიანტში რასაც მიიღებენ – მასობრივი დეპორტი იქნება!!! სად?…. ვნახოთ….”