“მე ოთხი მყავს და ოთხჯერ გავდივარ ამ ჯოჯოხეთს”

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია ნიკა წულუკიძის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“მე ოთხი მყავს და ოთხჯერ გავდივარ ამ ჯოჯოხეთს. შავი ფიქრების, ცუდი ფანტაზიების. აი, ცუდი კი არა, ყველაზე საზიზღარი ფიქრების.

 ყველაზე ამაზრზენი.
ყველაზე ბინძური. წარმოუდგენელს წარმოვიდგენ ხოლმე.
ოთხჯერ.
არავინ არ თქვას რომ ასე არაა. იყო მშობელი აუცილებლად ნიშნავს იყო ტოქსიკურ ურთიერთობაში შვილებთან.
ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ ამას. მაგრამ ასეა.
ხანდახან ვბრაზობ ამ შიშმა როგორ უნდა შემჭამოს მეთქი?
უარყოფითი ემოციები უფრო მეტი როგორ უნდა იყოს, ვიდრე დადებითი მეთქი?
ნუთუ მუდმივი შფოთი და სევდაა დედობა?
მაგრამ ვერაფერ ვუხერხებ საკუთარ თავს.
თან სად ვართ? უპატრონო, დაუცველ, უსამართლო, უთანასწორო, უგულო გარემოში. და ასეთ გარემოში კი არ ვზრდით, ვომობთ, ვიბრძვით, დინების საწინააღმდეგოდ ვცურავთ და ამას ვეძახით გაზრდას, აღზრდას, სკოლაში სიარულს, ბაღში, ძიძასთან, ცეკვაზე, ცურვაზე, ექსკურსიაზე. და ახლა თითქოს სტიქიაში მოვყევით ყველანი გუშინ. და ისეთი დაუცველები გავხდით ყველანი, რო აი, ვდგავართ თურმე რაღაც ბეწვის ხიდზე. ბეწვის ხიდი ყოფილა ყველაფერი და ჩვენ ვდგავართ ზედ ჩვენი მძიმე ფიქრებით”, – წერს ბუკია.