სასკოლო ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“სად ეგდო დედამისი? – ეს ფრაზა არ ამომდის თავიდან და ასეთებმა მიმიყვანეს უკიდურეს სასოწარკვეთილება მდე.
თავის მოკვლაზე მიფიქრია…ზუსტად იქ,იმ ადგილზე,ისე მინდოდა გადავყოლოდი ჩანჩქერს,შევეთრიე ლოდის ქვეშ და გამევლო ის სატანჯველი,რაც ჩემმა შვილმა გაიარა,მაგრამ ვერ შევძელი. ვერ დავთმე სიცოცხლე. არავითარი,,სხვა შვილები,, არ ყოფილა ფაქტორი იმისა,რომ დავრჩენილიყავი ცოცხალი.თუ თვითმკვლელობას გადაწყვეტ,იქ ვერავისზე ფიქრობ.მე ვფიქრობდი და ვერ გადავწყვიტე.შემეშინდა.არ მრცხვენია ამის აღიარების.
სად ეგდო დედამისი? განა რამდენი დედა მიყვებით მეთერთმეტე კლასელს ექსკურსიაზე? რამდენს გაქვთ ხელი ჩაკიდებული 16 წლის შვილზე და დაატარებთ ისე?
ხალხის ერთმა ნაწილმა გადამიარა,მაგრამ მეორე,საღად მოაზროვნე,დამიდგა სიტყვით გვერდით ისე,რომ შვებას და სუნთქვის საშუალებას მაძლევდა.დღესაც მამხნევებს ადამიანების თბილი სიტყვა.
გადაბრუნებული ურმიდან ნუ გასცქერით,განსჯით და პროფესორობთ!
ჩვენ მხოლოდ თანადგომა გვმართებს ტრაგედიების ჟამს და თუ ეს არ ,,შეგიძლია,, ვინც ახლა ჭკუისკოლოფობ,ენა ჩაიგდე!!!
დამთავრდა იმ ოჯახის და ყველა შვილდაკარგული ოჯახის ბედნიერება იმ წამს,როცა შვილი დაკარგა.
უბედურს კი, ბინძურ წიხლს ,ნურავინ დააჭერს!”, – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, გვიან ღამით ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძის შვილი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.