ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ქალთა კოლონიაში სამუდამო პატიმრობა მისჯილი (თუ სწორად მახსოვს) ქალი ზის მეოთხე სტადიის სიმსივნით და დიდი სინანულის გრძნობით.
რამდენიმე თვის წინ სიუჟეტს ვუყურე, ჭადრაკის ონლაინ ჩემპიონატში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხელსაქმე ისწავლა და ულამაზეს აქსესუარებს ქმნის.
მართლა ნანობს, რომ სიცოცხლის ბოლო, თანაც საკმაოდ მძიმე პერიოდი ციხეში უნდა გაატაროს მაგრამ, მთელი ინტერვიუს მანძილზე საყვედური არ უთქვამს არვისთვის საკუთარი თავის გარდა.
ხოდა ახლა რატომ გამახსენდა იცით?! მიშა რომ ცხელ ჩაიზე ოფლიანდება, ცივ წყალზე კანკალებს და გისოსების დანახვარე არაადრქვატურად შარდავს, აი თქვენ, ვიდეო რომ ჩაწერეთ და მიშას გადაყვანას დიარეის გამო უცხოეთში ითხოვთ, ერთხელ მაინც მოგიკითხავთ სხვა პატიმრები?! იცით მათი მდგომარეობა?!
აი Nino Lomjaria სახალხო დამცველი რომ გქვია, ჯიბეს და უკანალს რომ ერთად ისქელებ ჩვენი ფულით, ერთხელ თუ შესულხარ და მათთვის იმედი მიგიცია რომ სასწაულების სჯეროდეთ? ერთხელ თუ დაინტერესებულხართ მცირეწლოვანი შვილი რომ ააგლიჯეს დედას და ციხეში ზის, იმას როგორ უჭირს გისოსების ყურება?!
მაგრამ თქვენ ხომ არც ადამიანები ხართ და არც თანაგრძნობის გაგეგებათ რამე. არცერთს, იმ ვიდეოში ვინც ხართ, არცერთს ვინც დღეს მიშას გარეთ გამოშვებას და სადღაც გადაყვანას ითხოვთ.”