“ეს სასტიკი ნეოფაშისტი სასწრაფოდ ჩამოცილებული უნდა იქნას ყველანაირ საზოგადოებრივ, საჯარო სამსახურს”

ოპერის მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“როგორ მაშინებს ქვეყანაში ასეთი დემაგოგი ფაშისტ, გესტაპოს ქალბატონების არსებობა და მით უმეტეს,ასეთ ამებას კულტურასთან და განათლებასთან ჰქონია შეხება!!

 ყოვლად სასტიკი და გაუმართლებელია მისი დემაგოგიური განაცხადი,რომელშიც ფსიქოლოგიურად გამოსჭვივის მისი ნამდვილი სახე, რომ მას ეს სადაო-სკანდალური პოსტი მხოლოდ მისი პიროვნებისადმი იაფფასიანი ყურადღების მისაპყრობად, პიარად და რაღაც წინააღმდეგობრივი ზვავის ასაგორებლად სჭირდება,თორემ პოსტი მშვენივრად ხდის “საცვალს” და “ნიღაბს” მის ისეთ საშიშ, სასტიკ პიროვნებას,რომელსაც სიტყვის მასალად სჭირდება,თორემ სულ “წიხლზე ჰკიდია” ის 220 ბავშვიც,ეს ომიც და აღარაფერს ვამბობ აივნიდან გადმოვარდნილ ბავშვზე.
ეს სასტიკი ნეოფაშისტი სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ჩამოცილებული უნდა იქნას არა მხოლოდ კულტურის და განათლების სფეროს (საკითხავია, საერთოდ ამ სფეროში ვინ დასვა?) …. არამედ, ყველანაირ საზოგადოებრივ, საჯარო სამსახურს.და რაც მთავარია,ახალგაზრდებთან და ბავშვებთან შეხებას!!! ერთადერთი, ვუსურვებ რომ საკუთარ შვილზე და შვილიშვილზე არასოდეს გამოეცადოს იგივე, თუმცა მათ ვეტყოდი რომ საქვეყნოდ სამარცხვინო დედა და ბებია ჰყავთ!!!”, – წერს ივერი.