“ცოლთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი რომ სხვა შემიყვარდა“

პირდაპირ უთხარით მეუღლეს რომ სხვა შეგიყვარდათ? – დადებითად პასუხობს ამ კითხვას მომღერალი დავით გომართელი გადაცემაში „სხვა კითხვები“ და 30 წლიანი ქორწინების დასრულებაზე საუბრობს.

„როგორც ყოველთვის ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. გასაკვირი ფაქტია რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას, ვიღაცის მოტყუებას, მერჩივნა გადამედგა ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი – ჩემს თავს პატივი ვცე, ვიყო ჩემ თავთან მართალი და ყველასთან, სხვა ოთახში გასვლას და ტელეფონზე საუბარს მირჩევნია ადამიანს ვუთხრა ის, რაც არის და როგორც არის. რა თქმა უნდა, მძიმე და ძნელი იყო ამ ყველაფრის გადატანა, განსაკუთრებით ჩემი პირველი მეუღლისთვის, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას, ვარჩიე სიმართლე მეთქვა, რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო“, – ამბობს გომართელი და აღნიშნავს, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. შვილის მშობლები უნდა ფიქრობდნენ შვილის კეთილდღეობაზე, ბევრს არ გამოსდის, მაგრამ უნდა იფიქრონ შვილზე და არა თავიანთ თავზე, რაღაცები დათმონ რომ შვილს არ ჰქონდეს დისკომფორტი მშობლების გამო“ – დასძენს მომღერალი.

https://fortuna.ge