“ძალიან მეტკინა, სიკეთის და ადამიანობის მეტი მისგან არაფერი მახსოვს”

პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს გარდაეცვალა მეუღლე – მერაბ სიორიძე. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს:
,,ქალბატონ რიმა ბერაძის მეუღლის პანაშვიდი გაიმართება ორშაბათს, ჩუბინაშვილის ქ. #7-ში, 17:00 სთ-დან. გასვენება – სამშაბათს, სიონის საკათედრო ტაძრიდან, 15:00 საათზე”.
მერაბ სიორიძე ტელეკომპანია „გურიის“ დამფუძნებელი გახლდათ. ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

„მან დააარსა ტელეკომპანია ,,გურია”,რომლის მსგავსიც იმ პერიოდში არათუ საქართველოში, არამედ ბევრ დიდ ქალაქშიც არ არსებობდა.. მეც იქ ვმუშაობდი, ჩემი პირველი დირექტორი იყო, სიკეთის და ადამიანობის მეტი მისგან არაფერი მახსოვს და ყოველთვის ასეთი მემახსოვრება. ძალიან მეწყინა, ძალიან მეტკინა, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა დიდი გულის ადამიანს“, _წერს სოცილაურ ქსელში ლია მეგრელაძე.

რიმა ბერიძეს და მერაბ სიორიძეს ერთი ქალიშვილი, ქეთევანი ჰყავთ.

ოჯახში ჰარმონიული სიტუაცია გვაქვს, ოჯახი სიყვარულით შევქმნით, ქართულ ტრადიციასა და ჩემს ოჯახურ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ. ჩემი მეუღლეც ოზურგეთელია… რთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ საოჯახო საქმეებს ვაკეთებ, დამხმარე არ მყავს. თავის ქებაში ნუ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოწესრიგებული დიასახლისი ვარ, ჩემს სახლს არეულს ვერ ნახავთ. ამბობენ, რომ კარგი კულინარიც ვარ. ნამცხვრების გამოცხობა არ გამომდის, მაგრამ შესანიშნავ ხაჭაპურს ვაცხობ, საცივს ვაკეთებ, ყველანაირი სადილის მომზადება ვიცი. გურულებისთვის საცივი ყველაზე მთავარია და ქალმა მისი კეთება თუ იცი, ე.ი. მაგარი ხარ, – ყვება რიმა ბერაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.