ქართველი ემიგრანტი, რომელიც პოლონეთში გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალია

ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოჯახის ინფორმაციით პოლონეთში მოკლული იპოვეს, ცოცხალია.
22 წლის ბექა ტაბაღუა დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც გაირკვა, დაჭრილი ტაბაღუა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მისი მობილური ტელეფონის საშუალებით კი ბოლო აკრეფილ ნომერზე დარეკეს და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქუჩაში გარდაცვლილი იყო. სწორედ ამან შეიყვანა შეცდომაში ტაბაღუას ოჯახი.

“შენ ნამდვილი დაბადების დღე გაგთენებია ძმაო-სიკვდილს რა უნდა შენთან ბექა… შენ მშობლებს გაუსაძლისი ტკივილი სიხარულად ექცათ♥️. გამოჯანმრთელდი ძმაო.
არ დანებდე! გილოცავ დაბადების დღეს!”, – წერს ბექას მეგობარი.