პოეტი, თემო შენგელია, სოციალურ ქსელში პატარა უკრაინელ ბიჭზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“აი ეს მაგარი, უკრაინელი ბიჭი დგას დახლთან, დადიანის 7 ნომერში, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, პირველივე სართულზე, კარფურის წინ.
და ყიდის უკრაინულ სუვენირებს, ხოლო აღებულ თანხას უკრაინას ურიცხავს..
ცრემლები მომერია… ომს ჩვენ მივეჩვიეთ, თითქოს ჩვენთვის დამთავრდა.. იმისთვის გრძელდება…
გთხოვთ ვინც მანდ მოხვდებით ერთი სუვენირი მაინც იყიდეთ..
ვისაც სურვილი აქვს მე ჩამირიცხეთ, გიყიდით და გამოგიგზავნით.. ან თქვენს სახელზე ვინმეს ვაჩუქებ.. ან რაც გინდათ, მთავარია დავეხმაროთ.. “, – წერს თემო შენგელია.