“შენ ძალიან კარგი შვილი იყავი, ზეცაში გნახავ, შვილო…” – “აზოვსტალში” დაღუპული უკრაინელი მოკრივის დედის ემოციური გამოთხოვება შვილთან

ქალაქ მარიუპოლში, “აზოვსტალში” დაღუპული უკრაინელი მოკრივის, არტიომ მოშას დედა, ირინა ეგორჩენკო სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გმირ შვილს ეთხოვება

აზოვსტალში” დაიღუპა ჩემი შვილი. არტიომ სერგეის ძე მოშა… ის წავიდა მარადისობაში… ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია ჩემი შვილი გავუშვა.

ის დაიღუპა ღირსეულად, უკრაინის დაცვისას… ღმერთმა ის სახლში წაიყვანა. მადლობა ყველას, ვინც მის გვერდით იბრძოდით… შენ ძალიან კარგი შვილი იყავი. ზეცაში გნახავ, შვილო… დედა, რომელსაც უყვარს და შეხვედრას უცდის.. ჩვენ შევხვდებით. მადლობა მშვიდობიანი ცისთვის,” – ირინა ეგორჩენკო და შვილის ფოტოსა და მასთან ბოლო მიმოწერა გამოაქვეყნა.

არტიომ მოშას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 11 მაისს გავრცელდა.