ირაკლი ჩიხლაძე ეკა კვესიტაძის შესახებ: „ხალხო, საფრთხეში ვართ, ეკამ – დაგასრულებთო…“

„იმედის კვირის“ წამყვანი, ტელეჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ეკა კვესიტაძის „იმედის“ ეთერში გამოჩენას. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი იმ დროს ჩაეჭრა „იმედის“ ჟურნალისტს, როდესაც ის ნიკა გვარამიას პროცესიდან მოვლენებს აშუქებდა. ეკამ მას ასე მიმართა: „თქვენ ერთად დამთავრდებით, პუტინთან ერთად…“ ირაკლიმ ვიდეო გააზიარა და ირონიულად აღნიშნა: „ხალხო საფრთხეში ვართ – ეკამ დაგასრულებთო…

მანამდე კი ირაკლი ჩიხლაძემ „იმედის“ პირდაპირი ჩართვიდან კიდევ ერთი ბმული გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრებიან იმავე ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ეკა კვესიტაძე, ლაშა ბუღაძე, ნინო ჯანგირაშვილი და ნინია კაკაბაძე… ლაშა ბუღაძემ სთხოვა ჟურნალისტს, გადაეცა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ნიკა გვარამია უნდა გათავისუფლდეს: „ბოლოს ასე ვიტყვით, რუსეთში რომ შეგვტენიან… საქართველოს ვერ ჩაიჯიბავს ივანიშვილი…“

ამ ვიდეოს ირაკლი ჩიხლაძემ შემდეგი წარწერა მიუძღვნა: „სულ გაგიჟდნენ…“