ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას რამდენიმე თვის წინ შინაური ცხოველი გარდაეცვალა. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, „ბობოს სიკვდილის შემდეგ, საერთოდ ვერ წარმოედგინა ახალი ძაღლის აყვანა“, თუმცა ახლა მისმა მეგობარმა მას ახალი ძაღლი აჩუქა, რის გამოც თავს ბედნიერად გრძნობს.
„მეგონა, ვეღარავის შევიყვარებდი. George Nioradze – მაჩუქა დაბადების დღეზე. ვერ შევიყვარებდი კი არა, უკვე ვაფრენ ვაღმერთებ. ესაა ლილი მალე სამი თვის გახდება გამაბედნიერა ხელახლა შემაყვარა სახლში დაბრუნება“, – წერს ინგა გრიგოლია.