20 წლის არფისტმა, სოფია კალანდაძემ ცნობილ რუს მსახიობსა და ტელეწამყვან ალექსანდრე გორდონზე იქორწინა. საიდუმლო ქორწილის დეტალებზე “ნიუპოსტი” წერს.
როდესაც ალექსანდრე გორდონი 2014 წელს, მეოთხედ დაქორწინდა, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ბოლო. თუმცა, ექვსი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. ტელეწამყვანმა დიდხანს ვერ გაძლო და რამდენიმე დღის წინ მან არა მხოლოდ ოფიციალურად იქორწინა, არამედ – ქორწინების საიდუმლო აღასრულა და ჯვარიც დაიწერა. მამაკაცის რჩეული ეროვნებით ქართველი, არფისტი სოფია კალანდაძეა, რომელიც მასზე ბევრად უმცროსია.
გორდონი 58 წლის გახლავთ, სოფია – 20-ის. სოფია ტელეწამყვანისთვის რიგით მეხუთე ცოლია. გორდონის ცოლებს შორის ერთადერთი ქართველი არ გახლავთ. მსახიობის რიგით მეორე მეუღლეც ქართველი ჟურნალისტი, ულამაზესი ნანა კიკნაძე იყო.