ყველა მუსიკოსმა თავის თითოეულ გამოსვლაზე, თითოეულ ნოტზე, თითოეულ აჟღერებულ სიმღერაზე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო გვერდწითელმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომისადმი მუსიკოსების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ხმა გულიდან ამოდის, მაგრამ თუ გონება არ წარმართავს, ეს ხმაც უაზრო ხდება. ვუსურვებდი ყველა მომღერალს, ვინც ხმით არის დაჯილდოებული, თავისი ხმა სიკეთისთვის გამოეყენებინოთ, ჰიმნები ემღეროთ სიკეთისთვის, მშვიდობისთვის. როგორც ქალმა, მინდა ვთქვა, რომ ახლა ერთადერთი რაც გვაღელვებს, არის ის, რომ არ გაგრძელდეს [ომი] და დამკვიდრებულიყოს მშვიდობა, იმიტომ რომ მშვიდობაზე ძვირფასი არაფერია“, – აღნიშნავს გვერდწითელი.