თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა😣😥
მიკონკრეტებს ეგ არა, მეორეო🥺🥺
არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო…როგორ აუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა😭😭😭
ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ😭😭😭“, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.