“მაპატიე, რომ ვერ დაგაფასე”

მომღერალი, ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში დედას ემოციურ პოსტს უძღვნის.

“დედა
მაპატიე, ვერ მივხვდი, რომ დამიბერდი,

 მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ,
მაპატიე, ალბათ რამდენჯერ გაწყენინე,
მაპატიე, რომ ვერ დაგაფასე,
მაპატიე, რომ ვერ ვიფიქრე, რა მძიმე იქნებოდა სიცოცხლე უშენოდ,
მაპატიე, რომ ვერ მივხვდი, შენს გარეშე ირგვლივ ყველაფერი როგორ გაფერმკრთალდებოდა,
მომიტევე, მაპატიე დე,
დღეს შენი დღეა! მიყვარხარ, ჩემო დედიკო”, – წერს ხათუნა ჟორდანია.