„რაკი ვიცოდი, რომ გადაპარსვა მაგრად შველოდა, ამ მეთოდს მივმართე…“

ჩემი ცოლის დაქალებში“ ლუნას როლის შემსრულებელი მსახიობი, ქეთი ხუციშვილი მცირე ხნის წინ საზოგადოებას ახალი იმიჯით წარუდგა. მან თავი გადაიპარსა, რის მიზეზებსაც ჟურნალ „გზასთან“ საუბარში ამხელს.

„კორონავირუსის შტამი – ომიკრონი მსუბუქად გადავიტანე. შემდეგ შევიტყვე, რომ თმის ცვენას იწვევდა. საერთოდ, ვის შესახებაც ვიცი, რომ კოვიდი შეხვდა, ყველას თმა გასცვივდა. თმა მეც ძალიან შემითხელდა. ნერვები არ მეყო, რომ სამკურნალო ნიღბები შემეზილა. რაკი ვიცოდი, რომ გადაპარსვა მაგრად შველოდა, ამ მეთოდს მივმართე. საერთოდ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს წამიერად ვიღებ – დაფიქრება არ მჩვევია. გადავწყვიტე თუ არა, იმ დღესვე გადავიპარსე. თან, არც მიფიქრია, როგორი თავის ფორმა მქონდა, მომიხდებოდა თუ არა… ერი და ბერი განცვიფრდა, უი, რა კარგია, როგორ გიხდებაო. ჩემი თავის ფორმას მერე დავაკვირდი (იცინის). მეუბნებიან, ქუდიც არ დაიხურო, ისე იარეო…“