კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:
“ჩემი მხარდამჭერა ჩემს მეგობარს თეა წულუკიანს და მის ოჯახს!ეხლა კარგად მომისმინეთ თქვე გახრწნილებო!!! თევზის როცა შეგშურდება, უკეთ უნდა ისწავლო ცურვა, ფრინველს როცა გაუმტერდები, უკეთ უნდა ისწავლო ფრენა – ეს ცივილიზებულ საზოგადოებაში, მაგრამ სამწუხაროდ, არა ჩვენს ოპოზიციაში (ამასაც ბედი უნდა თურმე, ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია რომ ჰყავდეს). რა ხდება, რამ გაგაბოროტათ?! მესმის, მწარეა სიმართლე, მაგრამ ასეთი პიროვნული და უმსგავსო ქილიკით ვის ამუნათებთ?! თუ იმას ცდილობთ, საკუთარი ღვარძლი და ბოროტება კარგად დაგვანახოთ?! ვხვდებით, ბატონო, ისედაც – სხვა არაფერს ემსახურება თეა წულუკიანის ლანძღვა-გინება… გენიშნათ ალბათ… პოლიტიკურად გაკოტრებულებს კულტურის გაკოტრებაც რომ გსურდათ და გენიშნათ, ალბათ, ამის უფლებას რომ არ მოგცემდნენ! სახლში წაღებული რარიტეტების უკან დაბრუნება რომ მოგიწევთ, ისიც გენიშნათ! თქვენი კომპენტენციის შესამოწმებლად მოსულთ ვერაფერს რომ ვერ დაუდასტურებდით, ამიტომაც ატეხეთ კრიახი და ვაი-უშველებელი! არ გამოგივათ და ნურც ეცდებით – ვერ მოერევით ქალბატონ თეას, რომელიც სიმათლით და ქვეყნის სიყვარულითაა აბჯარასხმული და თქვენი კრიახი მას ვერას დააკლებს!”