რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დღეს თელავში მივდივარ: დიდი ერეკლეს პატივსაცემად იკრიბებიან ქართველები! საქართველოს ისტორიას, სიმდიდრეს, კულტურას უვიცი და გახრწნილი ხალხი ლაფს ასხავს: წარსულს! რწმენას! პოეზიას! ძეგლებს! მუსიკას! და რატომ? უფერული ნიჭით დაბოღმილებს თავისი უზნეო სახელი სურთ ააჟღერონ! ამაოდ! ძირს ჯალათები, სახელმწიფოს ქურდბაცაცები, მკვლელები! იმათ კი, ვინც ამ სისხლიან ბრბოს იცავს, მაგრა მოეკითხებათ! აგერ ერეკლეს მოედანზე, თელავში იწყება!“, – წერს სტურუა.