მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომალმაც ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა, ონკოპაციენტებს მიმართავს და წერს, რომ კიბო განაჩენი არ არის.
“მინდა მივმართო ყველა ონკოლოგიურ პაციენტს. სამწუხაროდ ძალიან დიდია ჩემი შვილის გამოცდილება ამ სფეროში, მოგვიწია ყველა დეტალის შესწავლა და გეტყვით, რომ კიბო განაჩენი არ არის!!!!!! ამ დაავადებას სასიკვდილოდ თვლიდნენ ბევრი წლის წინ… ახლა მთავარია სწორ დროს აღმოაჩინოთ და დაისახოთ მიზნად ბრძოლა, რწმენის გაძლიერება და აუცილებლად იცოცხლებთ, აუცილებლად გადარჩებით!!!!!!
ონკოლოგების წვლილი ყოველთვის დიდი იყო და იქნება ამ დაავადებასთან ბრძოლაში! დიდი მადლობა ყველა ქართველ ონკოლოგს, განსაკუთრებით ჩემს რომა სრესელს.
პ.ს. ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ, განსაკუთრებით იბრძოლეთ თქვენი შვილებისთვის და ოჯახისთვის! თქვენ მათ ჭირდებით!
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ჟორდანია.