სასამართლოს შენობასთან რომელშიც ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გემით მივიდნენ.
დეპის თაყვანისმცემლებმა სატვირთო მანქანით მიიტანეს მანქანა, რომელიც მეკობრის გემად არის გაფორმებული და სიმბოლურად სასამართლოს შენობის წინ ღუზა ჩაუშვეს.
2022 წლის 11 აპრილს, ვირჯინიას შტატში ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად კვლავ $50 000 000 მოითხოვა.
ამ დროისთვის სასამართლო პროცესი დასრულებულია, ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.