“16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში, მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა, არ მიდიოდა”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ილია ელოშვილის შესახებ წერს.

“ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან. დღეს მომიყვა მისმა მაშინდელმა მეთაურმა. 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში. მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა. არ მიდიოდა. ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო.
ილიას ისღა დარჩენოდა, სახლში წასულიყო.
ორი კვირის შემდეგ, ისევ ჩადის აფხაზეთში, თავის ნაწილში.
მეთაური ეკითხება, რატომ ჩამოხვედიო, ხომ გიბრძანე სახლში წასვლაო?
ილიამ უპასუხა, ბრძანება შევასრულე, სახლში წავედი და ისევ ჩამოვედიო.
მგონი ბევრზე მეტყველებს?!
დასანანია…
ოჯახს და ახლობლებს გაძლებას ვუსურვებ და გულით ვუსამძიმრებ.”