2 ივნისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ცნობილი მომღერლის, სოფო ნიჟარაძის შვილი, ელის-მარია სააკაშვილი 2 წლის გახდა.
გოგონამ იუბილე დაბადების დღის ცენტრში გადაიხადა, სადაც ელისთან ერთად მისი პატარა მეგობრებიც იმყოფებოდნენ.
სოფო სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ ელის-მარიამ იუბილე საკმაოდ მხიარულად აღნიშნა და კარგადაც გაერთო.