“ის არის საუკეთესო ბიჭი, ვისთანაც კი ოდესმე მისაუბრია” – ბერა ივანიშვილი ჯონი დეპს ექსმეუღლესთან სასამართლო დავაში გამარჯვებას ულოცავს

“ჯონი დეპს 10 წლის წინ შევ­ხვდი და ის არის სა­უ­კე­თე­სო ბიჭი, ვის­თა­ნაც კი ოდეს­მე მი­სა­უბ­რია…” – ასე ულო­ცავს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი “ინ­სტაგ­რამ­ზე” ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ ჯონი დეპს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან სა­სა­მარ­თლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბას.

“Congratulations @johnnydepp!’ (“გი­ლო­ცავ”) – წერს ბერა.

შე­გახ­სე­ნებთ, ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე ექ­ვსკვი­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა ჯონი დე­პის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ასე­ვე მსა­ხი­ობს ამ­ბერ ჰერდს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა დე­პის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის გამო, 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

ამე­რი­კე­ლი კო­ნო­ვარ­სკვლა­ვი­სა და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს მსოფ­ლიო მე­დია დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს. დე­პი­სა და ამ­ბე­რის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა, ბოლო პე­რი­ოდ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყო. ასე­თი­ვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა დე­პის გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდნენ.

აღ­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში ჯონი დე­პის ერთ-ერთი გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მუ­სი­კო­სი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლიც ყო­ფი­ლა.

 

 

 

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от BERA (@beraofficial)