მუსიკოსი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში თავის განცდებზე წერს:
“რატომ არ მიყვარს ძილი და რატომ მგონია რომ ძილში დროს ვკარგავ?
იმიტომ რომ მთელი ღამე საკუთარ თავს ვასწორებ! ვფიქრობ! ღმერთს ვთხოვ დამაძლევინოს ის რაც ჩემში არ მომწონს! თუნდაც ვინმე რომ გამომიხტება აგრესია ჩავკლა ეგრევე და არ ავყვე ნერვებს! ის რომ ამდენი საშინელება ხდება და შიში მაქვს შემდეგი მე არ აღმოვჩნდე! ის რომ სიკეთის გაკეთება არ დამავიწყდეს არ გამეფანტოს გონება და არ გამომრჩეს ხელ გაწვდილი ადამიანის თვალები! ის რომ ვინც გული მატკინა იმას მეორე მხრიდან შევხედო და გავამართლო და ისევ მე დავიდანაშაულო თავი ! ის რომ შვილები ვაკონტროლო თან ზედმეტი არ მომივიდეს ! ის რომ ბაბუა ძალიან მოხუცი მყავს და რამე არ მოუვიდეს! ის რომ მშობლები ავადმყოფობენ და კარგად იყვნენ! ის რომ ჩემს დას თავისი ოჯახი აქვს და გაზი არ დარჩეს ჩართული (ჩემი გაზრდილია და მგონია რომ ისევ პატარაა) ის რომ ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად მყავდეს! ის რომ მუზებმა არ მიმატოვონ!!! ის რომ ამდენ ადამიანს ჩემი იმედი აქვს!! და ის რომ ცუდად ყოფნის უფლება არ მაქვს!! ამ ყველაფერს რომ ჩამოვთვლი, ხდება დილის 7 საათი ამის მერე როგორ დავიძინო მითხარით ???