„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს დღეს პარლამენტთან თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებას არ გმობს.
„ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენო! ფეხზე მკიდია ტოლერანტობაც, დემოკრატიაც და ევროპული ღირებულებებიც, მე არ ვგმობ ამ თავდასხმას და მეტიც, რამდენი ჩვენს მეფეებს, წმინდანებს და საპატრიარქოს შეეხებით იმდენი ასეთ პასუხს მიიღებთ ხალხისგან!“, – დაწერა ნათია ბერიძემ.