დიდ ქართველ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 12:00-დან, მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობს.
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
“დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს… იქ უმაგრესი მსახიობები გელოდებიან….მშვიდობით, მა…” – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე რეჟისორის ქალიშვილი, მსახიობი ეკა ჩხეიძე.