პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას საცოლე, ანა ბაგდასაროვა ნიკოს გადაცემაში “ბაიასთან” იხსენებს.
როგორც ანა ამბობს, ნიკო ძალიან მხიარული და მიზანდასახული ადამიანი იყო.
„ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველ დღეს და პირველივე დღიდან დავმეგობრდით.
ნიკო სულ მხიარული და აქტიური იყო. სწავლის პროცესში პირველი კურსის ბოლოს უკვე ჰქონდა „ფიიდსის“ გაკეთების იდეა. 17 წლის იყო და როგორც კი 18 წლის გახდა, მაშინვე დაარეგისტრირა.
ლექტორები აღნიშნავდნენ, რომ ის გამორჩეული და ნიჭიერი იყო. ყველასგან გამოირჩეოდა, პროფესორებთან დისკუსიაში შედიოდა, ყველაფერზე მსჯელობდა“, – ამბობს ანა და იხსენებს, როგორ გაიგო ტრაგედიის შესეხებ.
“სახლში ვიყავი და მეზობელმა დამირეკა. მითხრა, ჩამოდიო. არ დავიჯერე, რომ ნიკო იყო, მაგრამ მაინც ჩავედი.
ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, იმ დღეს შეხვედრაზე გავიდა. დაახლოებით სამ საათზე და დაახლოებით ერთ საათში დამირეკა მეზობელმა. ეს ამბავი სახლიდან ძალიან ახლოს მოხდა. წავედი საავადმყოფოში, მაგრამ ვერ ვნახე.
მე და მის მეგობრებს მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს და კიდევ რამდენიმე პროექტი.
ნიკოს გარეშე ძალიან რთულია მუშაობა“, – ამბობს ანა.