შალვა ნათელაშვილისა და ბელა ალანიას ვაჟი, ბექა ნათელაშვილი ცოლს ირთავს. ნიშნობის ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა.
ეს ამბავი საზოგადოებს ბელა ალანიამაც ამცნო, რომელმაც საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე საგანგებო მიმართვაც გამოაქვეყნა:
„დედამთილი ვარ! პირობას ვდებ, რომ კარგი ვიქნები. ლომისის მადლი ფარავდეს ჩემს ბექა და ნატას! ბედნიერებას ვულოცავ!“ – დაწერა ბელა ალანიამ.
გაირკვა, რომ ბექა ნათელაშვილის რჩეული ნატა თოდაძეა. იგი რუსთავიდანაა, ამჟამად 24 წლისაა და 2018 წელს „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობდა. პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეცილისტია, მაგრამ დაინტერესებული იყო სამოდელო საქმიანობითაც.