ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე წერს რომ სამღვდელოპირების არ სწამს და სოციალურ ქსელში ავრცელებს ამბავს, რაც მას სასულიერო პირთან გადახდა.
“ლომისობის პოსტი რომ დავდე გუშინ და დავწერე მამაოების და მღვდლების დიდი ხანია არ მჯერა და არ მწამს თქო, იქ გამოხტა ვიღაც ქალი, რას ქვიაო.
ხოდა მინდა ყველას ვუპასუხო, ვისაც აინტერესებს რატო არ მწამს მათი:
ჩემს სახლთან ახლოს ეკლესიაა, სადაც რამდენიმე დღის წინ მოიყვანეს ცხვარი (დღეს რომ დაეკლათ), თითონ ღრიანცელობდნენ და ეს საწყალი რქით მიაბეს. რომ მივედი და პროტესტი გამოვთქვი ჩემი, მღვდელმა ჯერ დამცინა – ბიბლია წაიკითხეო, მერე აგრესიაზე და შეტევაზე გადმოვიდა, ოღონდ სერიოზულად შემეშინდა რამე არ ექნა ისეთი ამბავი ამიტეხა.
რომ მივხვდი ვერაფერს გავაგებინებდი, გადავწყვიტე იმ ცხვარის მოპარვა, ხო არ მეშინია ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში თუ სიკეთის გაკეთება გინდა, უნდა დააშავო, ასეა დაკანონებული…
სამწუხაროდ მოპარვაც არ გამომივიდა, იმიტომ რომ მთელი ღამე იქ ეყარენ მთელო სამღვდელოება და ბოლო ხმაზე ქეიფობდნენ. მერე უბრალოდ გააქრეს ცხვარი. აქ არ დავაკვლებინე და ალბათ სადმე წაიყვანეს..
არ მწამს ამ კაბიანი კაცების, რომლებიც ვითომ ღმერთის მსახურებას იბრალებენ და ახლოსაც კი არ არიან მასთან. ჩემი აზრით, ყველაზე მოძალადე, უზრდელი და უბრალოდ არაადამიანი ხალხი არიან, რომლებიც ანაფორის უკან მალავენ ბოროტებას…ღმერთის მწამს, იმ ღმერთის, რომელიც არაფრის მოკვლას არ ითხოვს..მაგრამ კაბიანი არაკაცების არა, სწორედ მათ გამო ეკლესიაში არ დავდივარ ხშირად.ვისთვისაც ჩემი აზრი მიუღებელია, დაგემშვიდობებით”, – წერს ტასო ლოსაბერიძე.