ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მეორე პოსტს აქვეყნებს. იასკო საქართველოში მოგზაურობისას სხვადასხვა კუთხეებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“ლამაზია და განსხვავებულია, მაგრამ ახლა მას განახლება და დაცვა სჭირდება. დაიცავი თავი, როგორც ევროპული ქვეყანა!
ქართველ ხალხს, ჩვენ, უკრაინელები, მხარს გიჭერთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში! დღეს. თბილისი! რუსთაველის გამზირი. 20:00 საათზე!
უცნობია, უკრაინის რადას დეპუტატი თავად შეუერთდება თუ არა აქციას. გუშინ იასკო სოციალურ ქსელში წერდა, რომ ის რაც პარასკევს მოხდა, ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება, საქართველოსთვის კატასტროფა იყო.