„ის ყველაფერს აკეთებს ბავშვებისთვის, ხალხისთვის, მომავლისთვის“

პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაიაც ესწრებოდა. მან თავად მიიღო მონაწილეობა ფორუმში და მოგვიანებით მედიას კომენტარიც მისცა: „ფორუმით აღფრთოვანებული ვარ, ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი აქ. გახლდით დისკუსიის მოდერატორიც. მწამს და მჯერა, რომ სახელმწიფო, ჩვენი მეთაურის ხელმძღვანელობით, აკეთებს ყველაფერს ბავშვებისთვის, ხალხისთვის, მომავლისთვის“ – ამბობს ღურწკაია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.