„ზელენსკის ადგილი ისტორიაში მოიძებნა, თაროზე სამუდამოდ შემოდებული“

„ზელენსკის ადგილი ისტორიაში მოიძებნა, თაროზე სამუდამოდ შემოდებული“ – წერს ირონიულად კანდელაკი და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თაროზე გასაყიდად განთავსებული პრეზიდენტ ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი.

ამ პოსტს მედიამენეჯერის ფანების კომენტარები მოჰყვა. კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერები თინა კანდელაკის ცინიზმით აღფრთოვანებულები არიან.