„სხვა ნანუკას“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„როგორც ჩანს მაყურებლის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულ სტუმარს კავშირი არ ჰქონდა PF-ში [პოსტ ფაქტუმში] გასულ რეპორტაჟთან.
არსებობს ორი ფოტოგრაფის საქმე. აქედან ერთის საქმეა არასრულწლოვნების თემა და მეორე საქმეზე დაკავებულია დედა-შვილი. სწორედ მეორე საქმის დეტალებზე დაავანონსეთ სტუმარი, რომელიც ფიქრობს რომ მის დას და დედას, ბრალი არასწორად წაუყენეს.
გოგო სრულწლოვანია, თუმცა მის გამოჩენას ისედაც არ ვაპირებდით.
ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ გავიგეთ რომ არასრულწლოვნების ფოტოები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ფოტოები არ ყოფილა ჩვენი ინტერესი, არც თემა და შესაბამისად ამ დეტალებით არ დავინტერესებულვართ.
გვითხრეს რომ ამ საქმის ნებისმიერი შინაარსით გაცოცხლება ფოტოების აქტუალურობას ისევ დღის წესრიგში დააყენებს. ამიტომ გადავწყვიტე დროებით, ვიდრე მასალები არ წაიშლება გადავდო გადაცემა.
არ მინდა გოგომ, რომელსაც ჩვენი პირდაპირი ეთერის იმედი ჰქონდა ჩათვალოს, რომ ჩვენ ეთერი მისთვის დაიხურა. მას , ეთერი , ფოტოების წაშლისთანავე დაეთმობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.