ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარი ნიკოლოზ წულუკიძემ გამოთქვა.
“ვერ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას, რომ არ ვთქვათ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ელდასავით გავარდა – ლევან კბილაშვილი, ახალგაზრდა მომღერალი, საოცარი გულიდან ამოსული სიმღერით გვეფინებოდა ყველას. ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს, რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე, მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო… ელდასავით გავარდა მისი გარდაცვალება. ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა.
რა უნდა ვუთხრათ ახლა მის ახლობლებს, მშობლებს, ოჯახს – დაგვრჩა სიმღერები, რომლებსაც ათასობით ადამიანი უსმენს და განიცდის იმას, რომ უფრო მეტი სიყვარული და სითბო ვერ გაუნაწილა ლევანს და ამის საშუალება არც შემდგომ იქნება. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ლევანის შემოქმედება. დიდი გულის ბიჭი იყო“ – თქვა ნიკოლოზ წულიკიძემ.
შეგახსენებთ, 31 წლის ლევან კბილაშვილი 21 ივნისს, მოსკოვში გარდაიცვალა.