უმძიმეს ავარიაში დაშავებული 8 წლის დათი კლინიკაში ქართველმა მომღერლებმა მოინახულეს

შარტავას ქუჩაზე დაშავებული, 8 წლის დათი ქოქრაშვილი, რომელიც კვლავ ისრაელის კლინიკაში იმყოფება, ქართველმა მომღერლებმა მოინახულეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც უზიარებს საზოგადოებას.

“მადლობა”, – წერს დათის დედა.

დათი ქოქრაშვილის ისრაელში მკურნალობისთვის, როგორც იცით, ნახევარი მილიონი დოლარია შესაგროვებელი.