კაილი ჯენერის შემდეგ, კიმ კარდაშიანი ერთ-ერთი პირველი იყო ცნობილი ოჯახიდან, რომელმაც ბედი კოსმეტიკის ბიზნესში სცადა და არცთუ ისე უშედეგოდ.
თუმცა მას ამჯერად გარკვეული პრობლემები შეექმნა, რომელთა მიღმაც ზუსტად ის კომპანია დგას, რომელიც მის პროდუქტს აწარმოებს.
როგორც ირკვევა, კომპანია სახელწოდებით – Seed კიმის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, რათა მათი სავაჭრო კონფიდენციალობა შეინარჩუნოს. მათ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ კიმი დის გზას გააგრძელებს და ხაზის დიდ ნაწილს სარფიანად გაყიდის, რაც მათი სავაჭრო ნიშის მიღმა არსებულ საიდუმლოებებს სხვა კომპანიის ხელში ჩააგდებს.