ხატია ბუნიათიშვილი “კარტიეს“ ძვირად ღირებული ყელსაბამით გამოჩნდა

ხატია ბუნიათიშვილმა მადრიდში გადაღებული ფოტოსესია გამოაქვეყნა, სადაც ელეგანტურ შავ კაბაშია გამოწყობილი. ქართველი პიანისტი სამკაულების ცნობილი ბრენდის „კარტიეს“ ბრენდ ამბასადორია და შესაბამისად, ფოტოზეც მის ყელს ულამაზესი სამკაული ამშვენებს, რომელიც ამ ბრენდის გახლავთ. ყელსაბამი „კარტიეს“ ახალი კოლექციიდანაა, რომლის სახელწოდებაც გახლავთ Beautés du Monde.