“როცა სიტყვა “ნაცმოძრაობა” მესმის, ყოველ ჯერზევე რატომღაც გაუპარსავი ლევან ხაბეიშვილის აღაღადებული სიპის ქვის მაგვარი სახე მახსენდება”

დავით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როცა სიტყვა “ნაცმოძრაობა” მესმის, ყოველ ჯერზევე რატომღაც გაუპარსავი ლევან ხაბეიშვილის აღაღადებული სიპის ქვის მაგვარი სახე მახსენდება.

საინტერესოა, რატომ?
რატომ არ მახსენდება ნაზი ნონა, თვალფხიზელი ხატია, სექსუალური ვერონიკა, ვაჟკაცური წიკლაური, ირონიული რომანი, ისტორიული გუბაზი ან მისტიკური მეგი?
არა!
მხოლოდ და მხოლოდ გაუპარსავი ხაბეიშვილი მახსენდება.
გაუპარსავი სიპის ქვა.
ეტყობა პრობლემა ჩემშია, თორემ ჩემს მეზობელ მირანდალინა ფატამორგანაშვილს, სიტყვა “ნაცმოძრაობის” გაგონებაზე წარმოუდგება ხოლმე უძირო ზეცა და ზამბახის ფერი.
და უზარმაზარი, ვერცხლისფერი დირიჟაბლი, რომელსაც წითელი ასოებით “ლედ სააკაშვილინგ” აწერია.”