„TV პირველის“ ჟურნალისტი და წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და „TV პირველის“ გენერალურ დირექტორს, ვატო წერეთელს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც გრიგოლია საკუთარ პოსტში აღნიშნავს, მმართველი გუნდის დეპუტატებს სძულთ თავისი ქვეყანა, იმდენად, რომ პარლამენტის მანდატებსაც არ უფრთხილდებიან, საკუთარ სტატუსსაც არად დაგიდევენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე დებოში მოაწყვეს.
„ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ჯერ ერთი ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, ისეთი ტელევიზიის მფლობელმა, გაქვს თმენის ვალდებულება და თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეგ იქით იყოს…
ტიპმა, ამ ოხანამ, ჩაიდინა დანაშაული არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ მოგვიანებით.
იქვე კი არ გასცა პასუხი (თუნდაც გრუზინულად ), თუ რამე ღირსების შემლახავი უთხრა ვატომ, არამედ, როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, დააორგანიზა ვატოზე თავდასხმა და ფიზიკურად დაესხა თავს….
ხოდა, ოხანაშვილი და ის ვიღაც მეორე დეპუტატი, მგალობლიშვილია თუ რაღაც ჯანდაბა, არიან დამნაშავე კრიმინალები. სძულთ თავისი ქვეყანა, იმდენად, რომ პარლამენტის მანდატებსაც არ უფრთხილდებიან, საკუთარ სტატუსსაც არად დაგიდევენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოაწყვეს დებოში, თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება. დამნაშავე (ორივე) უნდა დაისაჯოს!!!!!!!!!“– წერს ინგა გრიგოლია.