სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ახალგაზდებში დამკვიდრებული ტენდენციის საშიშროებაზე სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, მოზარდების მხრიდან დამოუკიდებლად გადახდილი დაბადების დღეები და წვეულებები მათივე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. სასულიერო პირი უფროსებს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ერთი რამ ძალიან გასათვალისწინებელია.
ამ ბოლო დროს ტენდენციური გახდა მოზარდებში დაბადების დღეების და სხვა აღსანიშნავი დღესასწაულების მშობლების და უფროსების გარეშე გადახდა.
ისინი მიდიან, ცხადია, ოჯახის წევრების ნებართვით და ქირაობენ კერძო სახლებს, აგარაკებს და აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან.
ხშირად ფიქსირდება უამრავი უბედური შემთხვევა. ან ზედმეტი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკის გამო ყველაფერი ფარალურად მთავრდება.
ამ უნორმობას ემატება სხვა ტიპის აღვირახსნილობები, წრეგადასული ურთიერთობები, რომელიც მათთვის ნორმად ყალიბდება და განსხვავებულ აზრს არასდროს მიიღებენ.
მშობლებთან იმით „ვაჭრობენ”, რომ გარეთ ხომ არ იქნებიან, ან კლუბში ხომ არ იკრიბებიან, სახლს ქიარობენ და იქ უფრო „დაცულად” იგრძნობენ თავს.
მშობლებიც ამ მაცდური წინადადებით „მშვიდდებიან”, „მთავარია ქუჩაში არ იწანწალებენ”-ს პრინციპით და მათგან დამოუკიდებლად ხელს უწყობენ საშინელ უბედურებებს.
არის შემთხვევა, როცა ძალიან კატეგორიული უნდა იყო.
არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დაბადების დღეებს, ბანკეტებს და კარნავალებს ვაწყობდით…
თავი არ მოიტყუოთ, არ მისცეთ ბავშვებს ამ ტიპის ბუნაგების მოწყობის უფლება, სადაც ვითომ თავისუფლად არიან და სინამდვილეში ყველა ამორალიზმს ემონებიან…ამას მოყვება ქუჩური გარჩევებიც და დაუვიწყარი ტრაგედიები!..“ – წერს პეტრე კვარაცხელია.