“არ ვაპირებდით ასე ადრე” – ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს ემშვიდობება და განცხადებას ავრცელებს

“საზაფხულო ეთერის დასრულებას არ ვაპირებდით ასე ადრე, კოვიდმა მომისწრო”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და იგი მაყურებელს სექტემბრამდე ემშვიდობება.

“საზაფხულო ეთერის დასრულებას არ ვაპირებდით ასე ადრე, კოვიდმა მომისწრო (მოგვიანებით დეტალურად მოგიყვებით კოვიდზე”, ამიტომ ვერ დაგემშვიდობეთ და ფეისბუქით გატყობინებთ, რომ დავბრუნდებით ეთერში სექტემბერში.

ახალი ძალებით, ახალი ენერგიით, ახალი იდეებით, რაც მთავარია. სექტემბრამდე, ჩემო საყვარელო ადამიანებო”, _ წერს ჟორჟოლიანი.