რუსთაველის თეატრის მსახიობი, გოგა ბარბაქაძემ ნიკოლოზ ხაჩიძის კითხვებს უპასუხა. გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ მსახიობს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და მხოლოდ ერთხელ მიეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა:
„მამაჩემს იმ წუთასვე ვაპატიე, როცა დავინახე… ორ დღეში გავიგე, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ფოტოც არ მქონია სახლში…“ – თქვა მსახიობმა.