ნანუკა ჟორჟოლიანის სეზონის ბოლო გადაცემა ეთერში აღარ გასულა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს კოვიდი ჰქონდა, თანაც არც თუ მარტივად. ჟურნალისტს “პირველ საუნივერსიტეტო“ კლინიკაში მოუწია დაწოლა, რადგან როგორც თავად ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყებოდა…
“ივნისის ბოლოს კოვიდი შემხვდა, საკუთარ დაბადების დღეს ვირუსით შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულად და აგრესიულად დაიწყო ყველაფერი. თითქოს ყველა მოდუნდა და მეც შემეძლო და ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება, პირბადის გარეშე მევლო. ეს მაინც იშვიათად ხდებოდა, რადგან ძირითადად პირბადით დავდიოდი.
თავის ტკივილით დამეწყო, შემდეგ 39 მომცა სიცხე. ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს. პირველ დღეს გადასხმები გამიკეთა და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. ამდენი წლის განმავლობაში გადავრჩი და მაინც ვერ ავცდი. პირბადით სიარულს გირჩევთ ყველას.
რაც შეეხება ნანუკას ფონდს, ვერ გპასუხობთ მეილებზე და შეტყობინებებზე, ამის გამო ბოდიშს გიხდით. ის ადამიანი, ვინც ფონდის ხელმძღვანელი იყო და ამ მიმართულებით მუშაობდა, უხელფასობის გამო, სამსახურიდან წავიდა და სექტემბრამდე ვერ ვახერხებთ შეტყობინებების წაკითხვას. სექტემბრიდან საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით…” – განაცხადა მან “ფეისბუქის” პირდაპირი ეთერით.
მოგვიანებით ნანუკა კიდევ ერთხელ ჩაერთო ეთერში. მისი თქმით, ბევრი შეტყობინება გაუგზავნეს, სწერდნენ, რომ ხალხს სტრესავდა და რეალურად კოვიდი არ არსებობდა.
“მეუბნებით, ნანუკა, ნუ სტრესავ ხალხს, კოვიდი არ არსებობს, როგორ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ყოველთვის ვამტყუნებდი იმ ადამიანებს, რომლებიც თავის გვერდებს უცნობი ადამიანებისთვის კეტავდნენ და გუშინ მივხვდი, რომ ჩემ გვერდს, რომელსაც ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს, პროპაგანდისთვის იყენებთ.
რას ნიშნავს ჩვეულებრივი გრიპია, გრიპი რომელიც ადამიანებს ხოცავს? – ჩემთვისაც უცნაურია, რომ კოვიდი სადღაც გაქრა და ახლა ისევ ძველებურად იფეთქა. მაგრამ ზაფხულია, ბევრი შეკრებებია და ეს არ არის უცნაური.
ლაივი იმიტომ ჩავრთე, რომ მაყურებლებს ვერ დავემშვიდობე, ჩემი კოვიდის გამო ბოლო გადაცემა ეთერში არ ყოფილა. მეორეც – ჩემი გამოცდილება გავუზიარე მაყურებლებს. ლევან რატიანს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუხდი მადლობას, მის ყველა თანაშრომელს, რადგან ძალიან მალე მოხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, რადგან სხვა პრობლემები, რომელიც მე შეიძლებოდა დამწყებოდა, ინსულინრეზისტენტული ვარ, შორს აღარ წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულად დაიწყო და პირველი დღე რთული მქონდა, გარდა საყვარელი ლევან რატიანისა, მგონია, რომ ორჯერ ფაიზერით რომ ვიყავი აცრილი, ესეც დამეხმარა”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა